Thursday, September 3, 2009

დეკორატიული მცენარეები

დეკორატიული _ (ფრანგულიდან) decorative – ვრთავ.
ადგილის დამამშვენებელი, ლამაზი, ეფექტური...

დეკორატიული მცენარეები აერთიანებს კულტურული და ველური მცენარეების მრავალრიცხოვან ჯგუფს. დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ ქალაქებისა და დასახლებული ადგილების გასამწვანებლად. ბაღების, პარკებისა და სკვერების გასაფორმებლად, საწარმო დანიშნულების შენობებისა და საცხოვრებელი სახლების გასალამაზებლად. მათ აქვთ დაცვითი, სანიტარულ–ჰიგიენური და სხვა მნიშვნელობაც. დეკორატიული მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფორმით, ფოთლების, ყვავილების ნაყოფის ფერისა და ფორმის ნაირსახეობით, მერქნით და სხვ. ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით იყოფა ხეებისა და ბუჩქების ჯგუფებად. მრავალწლოვანი, ორწლოვანი, ერთწლოვანი, ბალახოვანი, მარცლოვანი, ბოლქოვანი.
დეკორეატიული ხეები და ბუჩქებია ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები, რომლებსაც იყენებენ პარკებში, ბაღებში სკვერებში გასამწვანებლად. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ქოლგისებრ ვარჯიანი (ჭადარი, მუხა), პირამიდულ ვარჯიანი (მარადმწვანე), მტირალა მცენარეები (ტირიფი). საკმაოდ საინტერესოა ჯუჯა ხეები და ბუჩქები. ხშირად სილამაზისათვის მათ კრეჭენ და სხვადსხვა გეომეტრიულ ფორმას აძლევენ. ვერტიკალური გამწვანებისათვის _ შენობათა კედლებისა და ტალავერების გასალამაზებლად იყენებენ ხვიარა, მერქნიან მცენარეებს (ვაზი, სურო, ხვიარა ვარდი და სხვ.).
მოზაფხულე, ანუ ერთწლოვანი, დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები გამოირჩევა ლამაზი ფორმით, ყვავილების ფერით და განსაკუთრებით ყვავილობის ხანგრძლივობით. ესენია: ასტრა, ქრიზანთემა, დედოფლის ყვავილი და სხვა. ბევრი მათგანი ხარობს ოთახშიც.

ჩინური ვარდი სხვადასხვა ფერისაა: ყვითელი, თეთრი, შავი, წითელი, მას სურნელი არ აქვს.

მწვანე ბამბუკი _ ტროპიკული მცენარეა. ბამბუკის ხეივანი არის ბათუმის ბულვარშიც. მრავალწლოვანი, დეკორატიული, ბალახოვანი მცენარეები ორ სავეგეტაციო პერიოდზე მეტ ხანს ცოცხლობენ. ესენია: ლამაზად მოყვავილეები _ გამოირჩევიან უხვი, ლამაზი ფერისა და ფორმის ყვავილებით (ყაყაჩო, ზამბახი და ა.შ.) ლამაზნაყოფიანები გამოირჩევიან ნაყოფის ფორმითა და შეფერვით (ძაღლყურძენა)

მარცვლოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ ჯგუფურ და ერთეულ ნაგებობად, ბორდიურებად, თაიგულებად და სხვა. ბორდიურებისათვის დაბალმზარდი მცენარეები (ჩიტიფეტვა, წივანა, მაღალი კოინდარი). გაზონებისათვის სხვადასხვა სახის კოინდარი, წივანა და სხვა. ჯგუფურ და ერთეულ ნარგაობად იყენებენ ლერწამს, ველური შაქრის ლერწამს და სხვ.

ბოლქოვან დეკორატიულ მცენარეებს იყენებენ გაზაფხულზე ყვავილოვანი გაფორმებისა და სამრეწველო მეყვავილეობისათვის. ესენია: ტიტა, ცისთვალა, თეთრყვავილა, შროშანა და სხვა. საქართველოში ბოლქოვანი მცენარეები კარგად იტანენ ზამთარს ღია გრუნტში.
თბილისის ბოტანიკურ ბაღში არის შემდეგი დეკორატიული მცენარეები: დეკორატიული კომბოსტო, ველური მიხაკი, ლიხრისი (იასამნისფერი), კალენდური (ყვითელი), დეკორატიული და სამკურნალო ზამბახი, წყალიკრეფია, საპონარია, გვირილები, კრიფოლია, ასფოდენილე, ბრუნერა, ქრისტესისხლა, ყაზახა, ხახვი (დეკორატიული იასამნისფერი ყვავილებით), ზამბახი, იორდასალამი, პიონი, ლაქვიოლი, ხოსტა (ჰუნკია), ჰერბერა, მომბრეცია, დემფილიუმი (ერთწლოვანი და მრავალწლოვანი).


ჯგუფში მომუშავე მოსწავლეები: შათირიშვილი აკაკი, ნებიერიძე სანდრო, ნოდია ნინო, ვართანოვი რობი, შაყულაშვილი ლევანი, დოდიაშვილი გიორგი, ოქროპირიძე ვანო, მამადაშვილი საბა, ფანცულაია მაია, ჩხაპელია ნიკა, ნადირაშვილი მარიამი
ჯგუფის ხელმძღვანელები: ლია გვენცაძე, მარიამ ხაზიური (თბილისის 52-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი)